მორსი
"მორსი” გამაგრილებელი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც კენკრის, ხილის, ბოსტნეულისა და წყლისგან
შაქრის თაფლის და არყის დამატებით მზადდება. არსებობს ამ სასმელის უამრავი რეცეპტი, რომელშიც მორსის დამზადება არა მხოლოდ ერთი რომელიმე წვენის, არამედ სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულისა და კენკრის ნაერთისგან არის რეკომენდირებული.
სასმელი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად მზადდება. ზოგან კი ალკოჰოლს საერთოდ არ უმატებენ და მას ნატურალური წვენის სახით იღებენ. სიტყვა "მორსი" ბიზანტიური წარმოშობისაა და "მურსასგან"
წარმოდგება,
რაც თარგმანში თაფლიან წყალს ნიშნავს. ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, სასმელს ძველ საბერძნეთშიც კი ამზადებდნენ. საინტერესოა, რომ პირველად მორსი შუა საუკუნეების რუსულ ლიტერატურაშიცაა
ნახსენები.
მის დასამზადებლად შტოშს, ალუბალს, წითელ ან შავ მოცხარს, მოცვს, მაყვალს და არაყს იყენებენ. სასმელს წურავენ და გემოვნებისამებრ
შაქრით ან თაფლით აზავებენ. გაწურვის შემდეგ დარჩენილ მასას კიდევ ერთხელ წურავენ და ჩაციებულ სასმელს ამატებენ. გამზადებულ მორსს, ცივს ან ცხელს, ჭიქებში ასხამენ. სასმელში ლიმნის ან ფორთოხლის ნაჭერსაც აგდებენ.
წყარო:
avtoradio.ge
|