მოხარშული მაკარონი
მასალა:
მაკარონი 500გრ.
ერბო ან კარაქი 3 ს/კ.
ყველი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაკარონი ჩავყაროთ ადუღებულ მარილ–წყალში და მოვხარშოთ, ამოვიღოთ
თუშფალანგზე ან საცერზე. როცა დაიწრიტება, ბლუდზე დავყაროთ, ცხელი ერბო დავასხათ
ან კარაქი, მოვაყაროთ დაფხეკილი ყველი და მივიტანოთ ცხლად.
|