მოხარშული კრემი
მასალა:
კვერცხი 3ც.
შაქარი 1,5 ჩ/ჭ.
ფქვილი 6 ს/კ.
კარაქი 100გრ.
რძე 1,5ლ.
ვანილი 1ც.
მომზადება:
კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ
ფქვილი, ადუღებული რძე და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და
მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. შემდეგ
გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ
ავთქვიფოთ.
(სურვილისამებრ შეგვიძლია მოხარშულ კრემში ჩავამატოთ სხვადასხვა
ფერები).
|