
მოხარშული კარტოფილი ნიგვზით
მასალა:
კარტოფილი 1კგ.
ნიგოზი 100გრ.
ხახვი 3–4 თავი
ნიორი 1–2 კბილი
ძმარი 2–3 ს/კ.
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
იმერული ზაფრანა 1 ჩ/კ.
ქინძი 1 კონა
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მარილწყალში მოვხარშოთ კანგაცლილი კარტოფილი, გავაცივოთ, დავჭრათ
წვრილ ნაჭრებად და ხელით შევაზილოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მოვაყაროთ უცხო
სუნელი, იმერული ზაფრანა, წვრილად დაჭრილი ქინძი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი,
დავამატოთ პილპილი, მარილი, მოვასხათ ძმარი და კარგად ავურიოთ.
|