მოკაჩინო
მასალა:
შოკოლადის
ფილა 55გრ.
ესპრესო
100 მლ.
რძე
100 მლ.
მოსართავად:
ყავის
მარცვლების
ფორმის შოკოლადი 11 მარცვალი
გახეხილი
შოკოლადი 1–2 ჩ/კ..
მომზადება:
გავხეხოთ
შოკოლადი და გავანაწილოთ 2 ჭიქაში. შოკოლადი ასევე შეგვიძლია გავალღვოთ წყლის ორთქლზე, ჩავასხათ თითო პატარა ჭიქა ესპრესო შოკოლადიან ჭიქებში, შევაცხელოთ რძე პატარა ქვაბით და ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით, ან ყავის ელექტრო სადღვებით, სანამ არ აქაფდება. რძის ქაფი მოვასხათ ყავას, მოვაყაროთ შოკოლადის მარცვლები და გახეხილი
შოკოლადი.
ასევე შეგვიძლია დავამატოთ ათქვეფილი ნაღებიც.
|