მესხური (ტენილი ყველი)
ახალ_ახალ ჩეჩილ ყველს გრძლად ძაფივით დაჩლეჩენ, შეაყრიან ზომაზე
მარილს, მოასხამენ ნაღებს და კარგად აურევენ. გააჩერებენ რამდენიმე ხანს. მარილი
და ნაღები კარგად რომ გაუჯდეს, შემდეგ მას მჭიდროდ ჩატენიან მომცრო ქოთანში. როცა
ქოთანი გაივსება, ზემოდან კვლავ მარილს მოაყრიან, რადენიმე ფენა სუფთა ნაჭრით პირს
მოუკრავენ მჭიდროდ და საციო სახლის ერთ კუთხეში ნაცარზე დაამხობენ პირით
ნაცრისკენ. რძე როცა შეცოტავდება, ტენილ ყველს მაშინ აკეთებენ. ამ დროს უკვე
საკმაო სიგრილეა და ნაღების ამწარების _ "ამწკლატების” საშიშროება აღარაა.
წარსულში თითქმის ყოველი ოჯახი აკეთებდა საზამთროს ორ-სამ ვედრო ტენილ ყველს. მას
ძალიან სასიამოვნო არომატიც და გემო აქვს, ამიტომ ტენილი ყველი სუფრაზე უფრო მეტად
სტუმრიანობის დროს გამოჰქონდა.
|