![](/13/2896.jpg)
მესხური ლუხუმი (ბუშტულა)
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
საფუარი (დროჟი) 1 ს/კ.
ცოტა მარილი.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ საფუარი, მარილი, წყალი (წყალი დასჭირდება დაახლ.2 ჭიქა, შეიძლება მეტიც) და კარგად ავურიოთ (უნდა გამოვიდეს ძალიან თხელი ცომი დაახლოებით
ოლადის ცომივით, ცომი ნახევრად თხევადია
თითქმის, ამიტომ ქვაბში კეთდება, რადგან ჩვეულებრივი ცომისგან განსხვავებით ტილოს
ან ცელოფანს თავზე ვერ დავაფარებთ. გაფუებულ ცომი მუჭიდან ,,ამოვჭრათ'' წყალში დასველებული
კოვზით და ჩავაგდოთ დიდი რაოდენობის ცხელ ცხიმში.
როდესაც ფერს შეიცვლის გადმოვიღოთ სასურველ ჭურჭელში. (მესხეთში მას ძირითადად
ღორის ქონში აცხობდნენ და უგემრიელესი გამოდის. ასეთივე ცომს ზელენ რძით და
კვერცხით, ოღონდ უფრო დიდებს აკეთებენ, დაახლოებით ქათმის კვერცხის ოდენებს და მას
ჭირიხტა ჰქვია). ლუხუმს ძალიან უხდება შავი მოცხრის ჯემი. (საერთოდ ლუხუმს უშაქროდ აკეთებენ და მიირთმევენ თაფლთან ამ რაიმე
ტკბილთან ერთად, ან ცხელს აყრიან შაქარს. მაგრამ აკეთებენ შაქრითაც).
|