მესხური (ჩიხირთმა)
მასალა:
ქათამი 1ც.
კვერცხი 5–6ც.
ხახვი 5 თავი
ფქვილი 1 ს/კ.
ძმარი 2 ს/კ.
ყვითელი ყვავილი 1 ჩ/კ. (სურვილისამებრ)
ქინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშულ ქათამს დავჭრით, 5 თავ დაჭრილ ხახვს მოვუწვავთ თავის
ნახარშში, დავდგამთ ნელ ცეცხლზე, სანამ ადუღდებოდეს, ხუთ-ექვს კვერცხს გავტეხთ,
გულს გავთქვიფავთ, დავუმატებთ 2 სუფრის კოვზ ძმარს და ერთ სუფრის კოვზ ფქვილს
ჩავურევთ და კარგად გავთქვიფავთ. (სურვილისამებრ ზაფრანა (ყვითელი ყვავილი) - 1
ჩაის კოვზი). დუღილში კვერცხს მოვასხამთ და თან კოვზით ვურევთ, სისქე და გემო რომ
მიეცემა, გადმოვდგამთ ცეცხლიდან, დაახლოებით ნახევარი ჭიქა წვრილად დაჭრილ ქინძს
დავაყრით ზევიდან და მოვურევთ.
|