მესხური (აპოხტის ხინკალი)
მასალა:
ცომი:
ფქვილი 1კგ.
კვერცხი 1ც.
მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
აპოხტი 1კგ.
ნიორი და შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ
კვერცხი, ფქვილი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), ცომს ვყოფთ
მომცრო გუნდებად, ვშლით ჩვეულებრივად ხინკლის ცომის სისქეზე და დანით ვჭრით
ოთხკუთხედ ნაჭრებად, ისეთ ზომებად რომ პატარა, დაახლოებით პილმენების ხელა
ხინკლები გამოვიდეს. ვდებთ აპოხტის რამდენიმე პატარა ნაჭერს და ვახვევთ, ისე რომ
ღია დარჩეს პატარა ,,პირი''. მომზადებული ხინკლები მოვხარშოთ მარილიან წყალში. მოხარშული
ხინკლები ამოვაწყოთ სასურველ ჭურჭელზე, მოხარშულს ზემოდან მოვასხათ კარაქში ან
ერბოში მომწვარი ხახვი. (ამ ხინკალთან აუცილებლად მიაქვთ სუფრაზე ნიორწყალი, შავი
პილპილი და კარგი არაყი).
შიგთავსის მომზადება:
აპოხტი არის დამარილებული და გამომშრალი
ხორცი, რომელსაც მესხეთის სოფლებში თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს ზამთარში. აპოხტი
დავჭრათ წვრილ ნაჭრებად (დაახლოებით ქიშმიშის ზომებად), მოვაყაროთ დანაყილი ნიორი,
შავი პილპილი და კარგად ავურიოთ.
|