მეგრული (ქათმის ხარჩო)
მასალა:
ქათამი 1ც.
ხახვი 1ც.
პომიდორი 4-5ც.
ნიგოზი 1,5 ჭიქა
ნიორი 2 კბილი
1 ჩ.კ.-დანაყილი ქინძი დაზაფრანა,
რამოდენიმე ძირი ცოცხალი ქინძი, მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ზომიერი სიმსუქნის ქათამი დაჭერით და მოშუშეთ თავდახურულ ქვაბში
ხახვთან ერთად. დაასხით ადუღებული წყალი და ჩაახარშეთ კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი
პომიდორი. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი, წიწაკა, ზაფრანა
მოათავსეთ პატარა თასზე, დაუმატეთ ცოტაოდენი ბულიონი და კარგად გახსენით, შემდეგ
ჩაასხით ქვაბში და ადუღეთ,ვიდრე ქათამი არ მოიხარშება.
|