![](/14/2949.jpg)
მეგრული (კვარი)
მასალა:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
კვერცხი 1ც.
ჭყინტი ყველი 300გრ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მარილიანი ცივი წყლისგან, კვერცხისგან და ფქვილისგან მოვზილოთ მაგარი
ცომი. ცომი გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ პატარა ზომის ნაჭრები 6 სმ. დიამეტრის.
თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ ყველის შიგთავსი და გვერდები გადავუკეცოთ. კვარი
ჩავაწყოთ ცხელ წყალში სათითაოდ და მოვხარშოთ. სუფრაზე გავიტანოთ ცხლად ერბოსთან,
არაჟანთან ან მაწონთან ერთად.
|