მეგრული (გებჟალია)
მდუღარე 0,5 ლ რძეში ჩაყარეთ
თხლად დაჭრილი ჭყინტი ყველი და წამოადუღეთ. მოხარშული ყველი გადმოიღეთ ღრმა
ფსკერიან ჭურჭელზე და განაგრძეთ ზელა. რძეს, რომელშიც იხარშებოდა ყველი, დაუმატეთ
პიტნა და მარილი. დაჭერით ყველი ნაჭრებად და მოასხით პიტნიანი საწებელი.
ეს კერძი უხდება ღომს.
დაგჭირდებათ:
უმარილო, ჭყინტი ყველი - 1 ან 2 თავი
პიტნა (1 კონა), მწვანე წიწაკა (თუ მწარე არ გიყვართ ნახევარი პარკი
საკმარისია), მარილი - თუ არ დაგეზარებათ როდინში დანაყეთ, ასე უფრო გემრიელია. თუ
არა, დაბლენდერებულსაც არა უშავს. - ეს შიგთავსია.
მაწონი - 1 ქილა, განიერპირიანი ქვაბით ცეცხლზე შემოდგით წყალი. (არ
აადუღოთ, ისე გააცხელეთ, რომ ხელი არ დაგწვათ). სანამ წყალი გაცხელდება, ყველი
დათალეთ თითის სისქე ნაჭრებად. ყველის ნაწილი ჩადევით ქვაბში (ძირი რომ დაფაროს
იმდენი) და დააცადეთ 5 წუთი, მერე ხის კოვზით მოსინჯეთ, ყველი უნდა დარბილდეს და გაიწელოს.
სწრაფად გადმოიტანეთ სინზე ("Поднос") და მართკუდხედის ფორმაზე
გააბრტყელეთ 1-1,5 სმ სისქეზე. ზემოდან გადაუსვით წინასწარ მომზადებული შიგთავსი
და რულეტივით გადაახვიეთ. ოდნავ აცადეთ, რომ შეგრილდეს და სასურველ ზომაზე დაჭერით
(მე რომბების ფორმით ვჭრი). მზა ნაჭრები გადააწყვეთ მინის რღმა ჯამში, ხოლო სინში
მოგროვილი წვენი ცალკე ჭურჭელში გადაინახეთ. იგივე წესით მოამზადეთ დარჩენილი
ჭყინტი ყველი. მაწონი გაქენით და ნელ-ნელა ჩაუმატეთ ცალკე მოგროვილი წვენი. (ცოტა
თხელი გააკეთეთ, რადგან ყველი სითხეს შეიწოვს). შეგიძლიათ შიგთავსის 1-2 კოვზიც
დაამატოთ. ეს მასა მოასხით ყველს და შედგით მაცივარში. 1 საათი საკმარისია.
მეგრული კერძია.
|