მჭადი
მასალა:
თეთრი სიმინდის ფქვილი 2 ჭიქა
რძე 1/2 ჭიქა
შაქარი 1/2 ჩ/კ.
კარაქი 20-30გრ.
რაფინირებული მზესუმზირის ზეთი 1 ჭიქა
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავასხათ 1/2 ჭიქა წყალთან ერთად გაცხელებული
რძე, დავამატოთ დარბილებული კარაქი, შაქარი, მარილი, ხელით კარგად მოვზილოთ
ერთიანი მასის მიღებამდე, (თუ ცომი მშრალი გამოვიდა დავამატოტ წყალი ან რძე ან
ორივე ერთად არეული). ტაფაზე დავასხათ მზესუმზირის ზეთი, გავაცხელოთ, გავაკეთოთ
მომზადებული ცომისგან პატარა რგოლები და შევწვათ. (შემწვარი მჭადები მოვათავსოთ
ქაღალდის ფურცელზე, რათა განთავისუფლდეს
ზედმეტი ცხიმისაგან).
|