![](/14/2917.jpg)
მაწვნიანი ხაჭაპური
მასალა:
პურის ფქვილი 1კგ.
მაწონი 2 ჩ/კ.
კვერცხი 2ც.
ყველი 700-800გრ.
მომზადება:
მაწვნიანი ხაჭაპური მოვზილოთ ცომი მაწვნითა და კვერცხით. დავდოთ
1-2სთ–ით ასაფუებლად. შემდეგ დავყოთ 5-6 ნაწილად, ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ,
ჩავყაროთ შიგ დაფშვნილი ოდნავ მარილიანი ყველი, მოვუკრათ თავი და შევდგათ
ჰაერღუმელში ან გამოვაცხოთ კეცებში. უმჯობესია ძროხის ოდნავ მარილიანი ყველი. თუ
ყველი მარილიანია, დავჭრით თხელ ნაჭრებად და ჩავყაროთ ცივ წყალში გამოცხობამდე 3-4
სთ–ით ადრე წყალი ხშირად გამოუცვალეთ. საბოლოოდ ყველი გავწუროთ.
|