მაწვნის სუპი
მასალა:
მაწონი 500გრ.
რძე 50გრ.
კარაქი 50გრ.
ბრინჯი 50გრ.
ხახვი 2-3 თავი
კვერცხი 2ც.
პურის ფქვილი 1 ს/კ.
ტარხუნა, კამა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბრინჯი მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქის
ნახევარში, დავუმატოთ ფქვილი და ვტუშოთ
კიდევ 5 წუთი. მიღებული მასა გავძრათ 0,5 წყალში და ვხარშოთ სმეტანისებური მასის
მიღებამდე. ადურებულ რძეში დავამატოთ დარჩენილი კარაქი, ათქვეფილი კვერცხის
გულები, ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე ერთიანი მასის მიღებამდე (განუწყვეტლივ
ვურიოთ). მაწონს დავუმატოთ მოხარშული ბრინჯი, მომზადებული ხახვის სოუსი და
გაციებული კვერცხიან–რძიანი მასა, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ფრთხილად ავურიოთ.
გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი მწვანილით.
|