მარწყვის ნაყინი
მასალა:
ნაყინისათვის:
2-3 კვერცხის გული
200 მლ. რძე
20-30გრ. კარაქი
200 მლ. ასათქვეფი ნაღები
100გრ. შაქარი
400გრ. მარწყვი
ვანილი გემოვნებით.
ვაფლის ჭიქებისათვის:
კარაქი ან მარგარინი 120გრ.
შაქარი 250გრ.
კვერცხს 4-5ც.
პურის ფქვილი 200გრ.
დარიჩინი 1 ჩ/კ.
ცოტა მარილი.
ნაყინის მომზადება:
რძე გავაცხელოთ,მაგრამ არ ავადუღოთ, გავხსნათ მასში კვერცხის გულები
და ხელის სათქვეფით ვურიოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე სანამ არ შესქელდება და ბლანტი არ
გახდება. ჩავამატოთ შაქარი და ვანილი. გავაგრილოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღებისგან
კრემი. კარგად გარეცხილი და წყლისგან დაწურული მარწყვის ნაწილი დავჭრათ, ნაწილი კი
დავაბლენდეროთ ან დავჭყლიტოთ კარტოფილის საჭყლეტით, ნაღები შევურიოთ რძიან მასას,
დავამატოთ მარწყვი, გადავიტანოთ ვაფლის ჭიქებში ან ერთიანად გავყინოთ. დრო და დრო
ამოვურიოთ სანამ ბოლომდე გაიყინება. (ესეთივე მეთოდით შეგვიძლია ყველანაირი
ხილისგან ნაყინის გაკეთება სურვილისამებრ.)
ვაფლის ჭიქების მომზადება:
კარაქი შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით, დავუმატოთ ფქვილი,
დარიჩინი, მარილი და მოვზილოთ ცომი. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ ოთკუთხედ
ნაჭრებად, მოვათავსოთ ცხიმწასმულ ვაფლის საცხობში და გამოვაცხოთ. გამომცხვარი
ვაფლის ნაჭრები გადავახვიოთ კონვერტისებურად.
(თუ გინდათ, რომ ვაფლი იყოს ხრაშუნა და არ იყოს რბილი, არ მოათავსოთ
ისინი ერთმანეთზე. ვაფლი დარჩება ხრაშუნა თუკი მას შეინახავთ დახურულ ჭურჭელში. თუ
გადაწყვეტილი გაქვთ შეინახოთ ვაფლი დიდი ხნის განმავლობაში, ცომში შეურიეთ მეტი
ცხიმი. ან უბრალოდ შეგიძლიათ გაყინოთ იგი. თუ ცომი შეიცავს ძალიან ცოტა ცხიმს,
საცხობს წაუსვით ცოტაოდენი ცხიმი. ვაფლის გადმოღება იქნება უფრო ადვილი. თუ თქვენ
გამოიყენებთ ძალიან ბევრ ცხიმს, ის გადმოიღვრება ცხობის პროცესში და დააბინძურებს
საცხობს. გარდა ამისა, ამის შედეგად ვაფლს ექნება ლაქები).
ვაფლის საცხობი
|