მარწყვის პეროგი
მასალა:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
შაქარი 2/3 ჭიქა
კარაქი ან მარგარინი 100გრ.
გამაფხვიერებელი 1ჩ/კ.
მრწყვი გემოვნებით
შაქარი 0,5–1 ჭიქა
ვანილი 1ც.
მომზადება:
ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი და გავცრათ, დავამატოთ შაქარი და
კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ კარაქი ან მარგარინი და კვლავ ავურიოთ.
(აღნიშნული მასით ვღებულობთ დაფხვნილ ცომს). გავყოთ მიღებული მასა 2 ნაწილად (2/3
და 1/3). ცომის დიდი ნაწილი მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე. მარწყვი გავრეცხოთ და
გავაშროთ, დავჭრათ თითოეული მარწყვი შუაზე. ცომზე მოვათავსოთ დაჭრილი მარწყვი, მოვაყაროთ შაქარი და ვანილი, შემდეგ
მარწყვის თავზე მოვათავსოთ ცომის დარჩენილი ნაწილი და შევდგათ აირღუმელში
გამოსაცხობად. პეროგი ვაცხოთ 180–200* ტემპერატურაზე 20–30 წუთის განმავლობაში.
გამოცხობის შემდეგ გავაფორმოთ მარწყვით.
|