მარტინი
მოსაზრებები
იმაზე, თუ ვინ გამოიგონა მარტინი, განსხვავდება. ლეგენდები სხვადასხვა რეცეპტსა და გამომგონებელზე გვიამბობენ, რომელთაც ცოტა რამ აქვთ საერთო მარტინის დღევანდელ ფორმულასთან. თანამედროვე მშრალი მარტინი ჯინისა და სხვადასხვა დოზის მშრალი თეთრი ვერმუტისგან შედგება. შეგიძლიათ მორთოთ ზეთისხილით, ქაღალდის სხვადასხვა გასაფორმებელი აქსესუარით. ერთ-ერთი ისტორია უკავშირდება მარტინეზს, 1862
წელს შექმნილ სასმელს. ამ სასმელის 4/5 ტკბილი წითელი ვერმუტისგან შედგებოდა, 1/5 კი ჯინისგან და მას ალუბლით რთავდნენ. პირველად ეს სასმელი დაამზადეს არომატული ნაყენისგან და OLD TOM GIN-ისგან, რომელიც დღევანდელ სტანდარტებთან შედარებით მოტკბო იყო და ღვიის ძლიერი გემო ჰქონდა. ამ სასმელის მარტინიდ გარდაქმნა თანდათანობით, დროთა განმავლობაში მოხდა. OLD TOM
GIN ლონდონურმა
მშრალმა ჯინმა ჩაანაცვლა, არომატული ნაყენები კი ფორთოხლის ნაყენმა. ხალხმა წითელი ვერმუტის მაგივრად თეთრი, მშრალი ვერმუტის გამოყენება დაიწყო. მალე სასმელის თანაბარი პროპორციების ინგრედიენტებით დამზადება დაიწყეს და ქვეყანას მშრალი მარტინი მოევლინა. თუკი ამ ისტორიამ ვერ გაგიტაცათ, იქნებ შემდეგმა მიიპყროს თქვენი ყურადღება. 1887
წელს სან ფრანცისკოელმა ჯერი ტომასმა გამოსცა წიგნი ბარმენებისთვის,
სადაც
MARTINEZ-ის
რეცეპტიც იყო. რეცეპტის მიხედვით, სასმელი ნაყენების, MARASCHINO-ს, ერთი ჭიქა ვერმუტის, ორი ნატეხი ყინულისა და ცოტაოდენი OLD TOM GIN-სგან მზადდებოდა. სუფრასთან ლიმონის ნაჭრით გაწყობილი მიჰქონდათ. 1870
წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ მარტინეზში ჟულიო რიშელიეს სალონში მოგზაურს ამ სასმელით გაუმასპინძლდნენ.
ჟულიომ სასმელის მირთმევამდე ის მასში ზეთისხილი ჩააგდო. სასმელს ჟულიომ ქალაქის სახელი უწოდა და დღეს ბევრი ამ ქალაქს მარტინის სამშობლოდ მიიჩნევს.
წყარო:
avtoradio.ge
|