მარილიანი ჩხირები
მასალა:
კარტოფილი 500გრ.
კარაქი 200გრ.
ყველი (ბრინზა ან სხვა) 200გრ.
ფქვილი 1,5 ჭიქა
კვერცხი 2ც.
რამდენიმე ძირი კამა.
სეზამის მარცვლები ან გახეხილი ყველი თავზე მოსაყრელად.
მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გავაკეთოთ პიურე, დავუმატოთ
გახეხილი ყველი, ზეთი, წვრილად დაჭრილი კამა, შევაზილოთ ფქვილი და მოვზილოთ
ელასტიური ცომის მიღებამდე. გავაბრტყელოთ ცომი 3–4 სმ. სისქეზე, დავჭრათ ზოლებად 8
სმ. სიგრძეზე. აფთქვიფოთ კვერცხით, ამოვავლოთ დაჭრილი ცომის ნაჭრები, მოვაყაროთ
სეზამის მარცვლები ან გახეხილი ყველი. მომზადებული ჩხირები დავაწყოთ გამოსაცხობ
ქაღალდზე და ვაცხობთ 180 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში.
|