მაყვლის ჭრიანტელი
მასალა:
მაყვალი 1კგ.
ხახვი 1–2 თავი
კიტრი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაყვალი ხელით ამოვჭყლიტოთ, დავასხათ 1 ჭიქა ცივი წყალი, შემდეგ საცერში
გავწუროთ, გემო ვნახოთ, თუ მჟავე არის კიდევ ცივი წყალი დავამატოთ, დავამატოთ
წვრილად დაჭრილი კიტრი, ხახვი, მოვაყაროთ მარილი და მზადაა.
(ალუბლის ჭრიანტელიც ასეთივე მეთოდით კეთდება).
|