მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » მაყვალი
23:30
მაყვალი


მაყვალი

 

მაყვალი ბუჩქოვანი (ან ნახევარბუჩქოვანი) მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან,ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფი მწიფდება ივლის-ოქტომბერში. სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზას და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), სათრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით ეთერზეთს; მაყვლის ფოთლებისაგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. მაყვლის მწიფე ნაყოფი და წვენი გამოიყენება წყურვილის მოსაკლავად, ციებისა და მაღალი ტემპერატურის დროს. მწიფე ნაყოფი გამოიყენება როგორც საღაფარათო საშუალება კუჭში შეკრულობის დროს, ხოლო მკვახეროგორც შემკვრელი. ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ითვლება გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს. ადრე, გამომშრალი ნაყოფის ნაყენები და ნახარშები გამოიყენებოდა როგორც ოფლსადენი და შარდსადენი საშუალება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი მოქმედება გააჩნია ფოთლების ნახარშსაც, რომელსაც იყენებენ გაცივების დროს. ნაყენი ასე შეიძლება მომზადდეს: 1 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭქა) მდუღარე წყალი, გაჩერეთ 4 საათი, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 20-30 წუთით ადრე. ხალხურ მედიცინაში ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს, როგორც ამოსახველებელ საშუალებას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის დროს გამოსავლებად. ფოთლების ნახარშის საფენებს იყენებენ სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.

 

წყარო: ira-gar.blogspot.com

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2068 | დაამატა: natia | ტეგები: მაყვალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: