მაყალზე შემწვარი კალმახი
მასალა:
კალმახი
1-2ც.
როზმარინი
3–4 ტოტი.
ლიმონი
2-3ც.
მცენარეული
ზეთი და მარილი გემოვენებით.
მომზადება:
ლიმონი
დავჭრათ მრგვალად, შემდეგ თითოეული გავყოთ 2 ნაწილად. თევზი გავასუფთავოდ, მოვაცალოთ ლაყუჩებიც. თევზის შიგნით მოვათავსოთ როზმარინი, ასევე თევზის შიგნით მოვათავსოთ 1–2 ლიმონის ნაჭერი, თევზს მოვაყაროთ მარილი, წავუსვათ ზეთი, მოვათავსოთ სეტკიან ფორმაზე დავდოთ მაყალზე და შევწვათ ორივე მხრიდან. (დაახლოებით 7–10
წუთი). (შეგვიძლია თევზი შევწვათ აირღუმელში). მომზადების შემდეგ გავაფორმოთ ლიმონის ნაჭრებით და როზმარინით.
|