მანდარინის მურაბა
მასალა:
1 კგ. მანდარინი
1 კგ. შაქარი.
მომზადება:
ვიღებთ
1 კგ. მანდარინს, გავრეცხავთ, გავამშრალებთ, დავჩხვლეტთ ჩანგლით გარშემო და ჩავყრით მდუღარეში ცოტა ხნით, მოსათუთქად და სიმწარის გასასვლელად. მერე ამოვიღებთ და საწურზე გავაჩერებთ. ამასობაში მოვადუღებთ 1 კგ. შაქარს+1 ჭ. წყალი - სიროფი, ჩავყრით შიგ ამ მანდარინებს და გავაჩერებთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთით. მერე გამოვრთავთ, ვაცდით შეგრილებას. ასე მოვიქცევით კიდევ 2-3-ჯერ, წვენი უნდა შესქელდეს. სულ ბოლოს ჩავაწურავთ 1 ლიმნის წვენს და გაციებულს ჩავასხამთ ქილებში.
მანდარინის მურაბა (2)
მასალა:
1 კგ მანდარინი,
700 გ შაქარი,
150 მლ წყალი.
მოზადება:
გარეცხილი
მანდარინი
მთელი ღამით დავტოვოთ წყალში. მეორე დღეს წყალი გადავწუროთ და მანდარინი ყველა მხრიდან დავჩხვლიტოთ ჩანგლით. შაქრისა და წყლისგან მოვამზადოთ ვაჟინი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შიგ მოვათავსოთ მანდარინი 8-10 საათის განმავლობაში. შემდეგ ვადუღოთ 20 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ასე გავიმეოროთ რამდენჯერმე, სანამ ვაჟინი არ ჩასქელდება,
შემდეგ კი ჩავასხათ ქილებში.
|