მაკალანი
მსოფლიოში
ყველაზე ძვირადღირებული ვისკის, "მაკალანის” ისტორია ჯერ კიდევ 1824 წელს დაიწყო, როდესაც ალექსანდრე რეიდმა სოფელ კრაიგელში ღვინის წარმოების ლიცენზია მიიღო. მას შემდეგ რეიდი "მაკალანის” ბიზნესის გაფართოებასა და ვისკის პოპულარიზაციაზე
ზრუნავდა.
1847 წელს,
მისი გარდაცვალების შემდეგ, ქარხანას სათავეში მისი ვაჟი, აგრეთვე ალექსანდრე რეიდი ჩაუდგა სათავეში და პარტნიორებად ჯეიმს დევისონი და ჯეიმს შილერი აირჩია. ვისკის ქარხნის საქმეები თანდათანობით უარესობისკენ მიდიოდა, რადგან სამი ხელმძღვანელი სხვადასხვა აზრს გამოთქვამდა და თითოეული მათგანი ცდილობდა, რომ ბიზნესი თავისებურად ეწარმოებინა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ "მაკალანი” გაკოტრდა და უსახსრობის გამო ქარხანაც დაიხურა. 1886 წელს, ვინმე დევიდ სტიუარტმა გადაწყვიტა, რომ ვისკის წარმოება დაეწყო და "მაკალანის” გაკოტრებული ქარხანა შეისყიდა. პარტნიორად კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ძველი მფლობელი, ალექსანდრე რეიდი შეარჩია. სტიუარტის ბიზნეს-გეგმამ გაამართლა. სასმელი ძალიან მალე გახდა პოპულარული. დღეისათვის ვისკი "მაკალანი” ყველაზე მოთხოვნად ვისკების სიას მეთაურობს და ყველაზე ძვირადღირებულიც
გახლავთ. მისი ფასი 10 125 დოლარია.
წყარო:
avtoradio.ge
|