მადეირა
ღვინო
"მადეირა”
ამავე სახელწოდების, ატლანტიკის ოკეანეში მდებარე კუნძულზე შეიქმნა. ამ კუნძულზე ღვინის წარმოება ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში დაიწყეს. მადეირა პორტისათვის შესანიშნავი ადგილი იყო და შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნების ხალხის სტუმრობა მათთან ხშირად ხდებოდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა სასმელის პოპულარობა და მისი სხვა ქვეყნებში ექსპორტი.
"მადეირას”
სხვადასხვა
ქალაქებში
აწარმოებდნენ,
თუმცა მისი სახელი და შემადგენლობა შეცვლილი იყო. კუნძულზე მისი დამზადება სხვა, განსაკუთრებული ხერხით ხდებოდა და გემოც შესაბამისად ბევრად უკეთესი იყო. რაში იმალებოდა საიდუმლო, დღემდე არავინ იცის. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ ამ ღვინოს მხოლოდ 30 წლის დაძველებით სვამდნენ. მე-17 საუკუნეში
"მადეირას”
წარმოებამ
საფრანგეთში
გადაინაცვლა,
თუმცა მას მხოლოდ მაღალ საზოგადოებაში მიირთმევდნენ, დაბალი ფენისთვის სასმელი მიუწვდომელი იყო. "მადეირა” მარია ანტუანეტას საყვარელი სასმელი იყო. დედოფალი ღვინის დალევის უფლებას მხოლოდ ერთგულ მსახურს აძლევდა, რადგან სასმელით მოწამვლის პანიკურად ეშინოდა. დღეისათვის
"მადეირა”
არც თუ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც უინსტონ ჩერჩილმა "მადეირა” დააგემოვნა, სიამოვმებისგან თავი გადააქნია და აღნიშნა: "ვატყობ, ეს სასმელი სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც მარია ანტუანეტა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო”.
წყარო:
avtoradio.ge
|