მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები
15:24
ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები


ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები

 

საქართველოს მთიელები-ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა. ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად. პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი, რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია, ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას. ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად. ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელიც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება.



ლუდის სარიტუალო დანიშნულება

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას ხევისბერი. ხევისბრობა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საკრალური თანამდებობა იყო. ეს სახალხო დავალება, უპირველს ყოვლისა, მას ხატსა და ხალხს შორის შუამავლობას აკისრებდა. ხევისბერის აუცილებელი მოვალეობაა, რომ ყოველი ხატობის წინ იწმინდაოს (ქრისტიანულად რომ ვთქვათ, შეინახოს ყველანაირი მარხვა), ამიტომ იგი სახლში კი არა, ხატის საბეროში დგება და განმარტოებით ცხოვრობს მცირე სამარხვო საკვებით. ჩვეულებრივი დღესასწაულის დროს ლუდის დაყენება ხდებოდა ჯვარის სალუდეში. კოდის გახსნისა და დალოცვის შემდეგ ლუდი ჩხუტებით გამოჰქონდათ საჯარეზე და იწყებოდა საერთო სმა, ზოგიერთ ხატში საჯარე დაცული იყო ქარ-წვიმისაგან და ადამიანებს ჰქონდათ საშუალება ნორმალურად მოწყობილიყვნენ. მაგრამ სადაც ასე არ იყო და ხალხს სიცივეში არ დაედგომებოდა მაშინ სოფელში ერთი, კარგად გამართული სახლის ჭერხოში მოაწყობდნენ დასასხდომებს, გაამზადებდნენ სუფრას და საღამოსათვის ყველანი იქ მოიყრიდნენ თავს. ახალგაზრდა ბიჭები ამ დროს უკვე ხატში არიან წასული ლუდის მოსატანად. ისინი მივლენ სალოცავის კართან, ქვაბებს დასდებენ და დაილოცებიან. დარბაზში მყოფი ჯვარიონი ერთსულოვნად მიესალმება მოსულთ. თასებით ლუდს შეასმევენ, აუვსებენ ქვაბებს, რომელთა სახელურებში კეტებია გაყრილი და გამოატანენ სოფელში. სოფელში მოტანილ ლუდს ხალხი ფეხზედგომით შეხვდებოდა და ერთხმად იტყოდა "ლუდი წინა ვაჟებო, გამტან ბედნიერი, მაგვიხეით მშვიდობით”. მელუდეთ ცეცხლთან დასვამდნენ, გამოკითხავდნენ ჯვარიონის ამბებს, შემდეგ მოიტანდნენ ყველანაირ სასმისებს და უფროს-უმცროსობით, პირველი სადღეგრძელოთი იტყოდნენ მიცვალებულთა შესანდობარს. თუშ-ფშავ-ხევსურეთში ლუდის სარიტუალო დანიშნულება კარგადაა გამოხატული მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ დღესასწაულებზე. ესაა გარდაცვალებულთა საპატივცემულოდ გამართული – წლისთავი (ფშავში), საქნარი (ხევსურეთში) და წლის ალუდი (თუშეთში), რომელთაგან ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა თუშური ალუდი-ალუდები. ამ რიტუალების მთავარი დედააზრია სიამოვნების მინიჭება და პატივისცემა მიცვალებულთა სულებისათვის, რაც გამოიხატება მათდამი სუფრის გაშლით, დატირებით და დოღის გამართვით. გარდაცვლილის სახლში იმართება დიდი პურობა, რომელიც მიმდინარეობს სარიტუალო ლუდის სმით და როცა სუფრა აიშლება და სტუმრები წავლენ, მასპინძლები მათ სოფლის გასასვლელამდე გააცილებდნენ. იქ ერთხელ კიდევ შეავსებენ ლუდით თასებს და კოდ-მესაფუვრეს დალოცავენ: "ვისაც კოდმეკოდეობის წესრიგი დაეყენებინოს და დღეს აღარ იყვნენ მათი შესანდობარი იყოს”. ლუდის მოხმარების ასე ფართო სარიტუალო დანიშნულება კიდევ ერთი საბუთია ლუდის, როგორც საკულტო სასმელის უძველესობისა საქართველოს მთიანეთში, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიური რწმენის ყველაზე უადრეს ფორმასთან – ანიმიზმთან.

წყარო: literatura.mcvane.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1386 | დაამატა: natia | ტეგები: ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: