ლუდის შესახებ
მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასმელი, თამამად შეიძლება ითქვას, ლუდია. იგი მსოფლიო გაყიდვების 48%-ს იკავებს და მსოფლიოში ყველაზე ძველ სასმელადაა მიჩნეული. არქეოლოგებს თუ დავუჯერებთ, ლუდი ჯერ კიდევ 4000 წლის წინ, მესოპოტამიაში მზადდებოდა. მას ყოველთვის ქალი ამზადებდა და სწორედ ამიტომ ეს ქალბატონი საკმაოდ დაფასებული პიროვნება იყო. ლუდს სხვადასხვა დანიშნულებისამებრ
იყენებდნენ:
ზოგი ეკლესიის ცერემონიალისთვის,
ზოგი კი დასჯისთვის. კერძოდ, ბაბილონის მეფე ჰამუაბ VI ურჩ მოქალაქეებს ლუდში ახრჩობდა და ამით ხალხში შიშს თესავდა. თავად კი ამ სასმელს ჩალის ღერებით სვავდა. 1960 წელს ისრაელში 3600 წლის წინანდელი ლუდის კათხები და სასმელის 700 სახეობის რეცეპტი აღმოაჩინეს.
1800 წელს
მსოფლიოში
ლუდის
2600 ქარხანა
იყო, დღეისათვის კი მხოლოდ 375-ია. სწორედ ერთ-ერთ მათგანში მზადდება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ლუდი ‘’ბუდვაიზერი’’. ყველაზე ძვირადღირებული ლუდი კი ლონდონის ბარ ‘’ბიერდრომში’’ შეგიძლიათ შეიძინოთ და მისი ღირებულება ათასი დოლარი გახლავთ. ლუდი
"Samuel Adams' Utopias” კი გინესის
რეკორდებშია
შესული. იგი ალკოჰოლის 25%-ს შეიცავს. მის დამზადებას 12 წელი ჭირდება. წელიწადში მხოლოდ 8 ათას ბოთლს უშვებენ, მისი ფასი კი 100 დოლარია.
წყარო:
avtoradio.ge
|