ლოქო ტყემლის საწებლით
მასალა:
ლოქო 1კგ.
2 ხელისგულის სიფართე
ტყემლის ტყლაპი
ქინძი 1 კონა
ნიორი, წიწაკა და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
ლოქო დავჭრათ,
გავრეცხოთ და მდუღარე მარილწყალში მოვხარშოთ. შემდეგ ქვაბიდან ქაფქირით ამოვიღოთ,
რომ წყლისაგან დაიწრიტოს და დავალაგოთ თეფშზე. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ტყლაპის
საწებელი.
ტყლაპის საწებლის მომზადება:
ტყლაპი დავჭრათ პატარა ნაჭრებად,
დავასხათ 2 ჩ/ჭ. ნელთბილი წყალი. 2-3 საათის შემდეგ მოვსრისოთ ამავე წყალში
და შევკმაზოთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, მარილით, წვრილად დაჭრილი ქინძით და კარგად ავურიოთ.
|