
ლოქო ქინძმარში
მასალა:
ლოქო 1.2 კგ. (ან 1 კგ. ფილე)
ქინძი 1 დიდი კონა
ტყემალი ტყლაპი 10x10 სმ.
დაფნის ფოთოლი 2–3ც.
თეთრი ღვინის ძმარი 1/2 ჭიქა
დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ტყლაპი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ქინძი დავჭრათ წვრილად. თუ
ვამზადებთ მთლიან ლოქოს, გამოვშიგნოთ, მოვაცალოთ ფარფლები, თავი და კუდი. ლოქო
დავჭრათ 3 სმ. სისქის ნაჭრებად. მოვაცალოთ კანი და ძვლები. (თუ ფილე გვაქვს,
დავჭრათ ასანთის კოლოფის სისქის ნაჭრებად და კანი თუ აქვს უნდა მოვაცალოთ). თევზი
მოვათავსოთ ქვაბში და დავასხათ ცივი წყალი ისე რომ ფარავდეს თევზს. ვადუღოთ დაბალ
ტემპერატურაზე და დროდადრო მოვხადოთ ქაფი. შემდეგ მოვუმატოთ ტემპერატურას, ქვაბში
ჩავდოთ დაფნის ფოთოლი, ტყლაპი, ქინძის ნახევარი, მოვაყაროთ მარილი წიწაკა და
ვხარშოთ 20 წუთი. დარჩენილი ქინძი დავნაყოთ და ავურიოთ ძმარში. ამოვიღოთ თევზი
ქვაბიდან, მოვთავსოთ სასურველ ფორმაზე და მოვასხათ მომზადებული ქინძმარი ან
გავიტანოთ ცალცალკე.
|