ლობიოს მწნილი
ნედლ და წვრილ ლობიოს
თავი და ბოლო კლერტიანად გავაშოროთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ მარილ–წყალში, ეყაროს
ფერის გაყვითლებამდე. როცა გაყვითლდება მერე ამოვიღოთ და ზედ დავასხათ ადუღებული
ძმარი. ორი დღე ამ ძმარში ეყაროს, მესამე დღეს კიდევ სხვა ძმარი ავადუღოთ და
დავასხათ. მანამ უნდა ვუცვალოთ ძმარი, სანამ წინანდელ ფერს არ მიიღებს. ჩავაწყოთ
ქილაში, დავასხათ მოდუღებული და გაციებული ძმარი პირამდე. დავამატოთ მარილი,
დავახუროთ თავზე და შევინახოთ.
|