ლობიო კლასიკურად
მასალა:
წითელი ლობიო 1 კგ.
ნიგოზი 100გრ.
ხახვი 5–6 თავი (სასურველია წითელი)
პრასი 2–3 ძირი
ნიახური 1 კონა
ქინძი 1 საშუალო კონა
ცხარე მწვანე წიწაკა 1ც.
ნიორი 5–6 კბილი
დაფნის ფოთოლი 2–3ც.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიოს დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 8–10 საათი, შემდეგ
გადავასხათ წყალი, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე რომ მთლიანად ფარავდეს
ლობიოს, ავადუღოთ, ადუღების შემდეგ გადავასხათ წყალი და კვლავ ჩავასხათ ქვაბში
წყალი პოპორციულად 1:4 და ვხარშოთ ლობიოს
დარბილებამდე. მოხარშვის შემდეგ ჩავჭყლიტოთ ქვაბშივე. ხახვი და ნიახური დავჭრათ
წვრილად, პრასი დავჭრათ მსხვილ რგოლებად და დავამატოთ ლობიოს, ავურიოთ, ავადუღოთ.
ნიორი წვრილად დავჭრათ, დავამატოთ გატარებული წიწაკა, ქინძი და ნიგოზი, მიღებული
მასა ჩავყაროთ ლობიოში, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ, ვხარშოთ 10–15 წუთი.
შემდეგ დავამატოთ დაფნის ფოთოლი და ვხარშოთ კიდევ 5 წუთი. სუფრაზე მივიტანოთ
ცხლად.
|