ლობიო კეჟერა ფხალით
მასალა:
წითელი ლობიო ან ნედლი ლობიო 1 კგ.
კეჟერა ფხალი ( ან მწვანე კომბოსტო) 1კგ.
ნიგოზი 200გრ.
ნიორი 4–5 კბილი
ქინძი საშუალო კონა
ცხარე წითელი წიწაკა 1ც.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიოს დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 8–10 საათი, შემდეგ
გადავასხათ წყალი, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე რომ მთლიანად ფარავდეს
ლობიოს, ვხარშოთ დარბილებამდე 1,5-2 საათი. ფხალი გავრეცხოთ (ან კომბოსტო),
დავჭრათ ზოლებად და მოვხარშოთ წყალში დარბილებამდე 40–60 წუთი. მოხარშული ფხალი
გადმოვიღოთ დუშლაკზე, შემდეგ დავამატოთ ლობიოს, ავურიოთ, დავასხათ წყალი ისე რომ
მთლიანად ფარავდეს ბოსტნეულს და ვხარშოთ დამატებით 30 წუთი. ნიგოზი, წიწაკა, ქინძი
და ნიორი გავატაროთ მარილთან ერთად, დავამატოთ ქვაბიდან ნახარშის ნახევარი, კარგად
ავურიოთ (გავძრათ), შემდეგ მომზადებული მასა ჩავასხათ ისევ ქვაბში. ავურიოთ და
ვხარშოთ ერთად 15 წუთით.
|