ლობიანი მჭადი
მასალა:
სიმინდის ფქვილი 500გრ.
წითელი მინდვრის ლობიო 200გრ.
ხახვი 2–3 თავი
ქინძი 1 კონა
ოხრახუში 1 კონა
ზეთი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
სიმინდის ფქვილისაგან მოვზილოთ ცომი. ლობიო მოვხარშოთ, გავწუროთ თუშფალანგზე, შევკმაზოთ მოშუშლი ხახვით, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი,
ოხრახუში, ზეთი, მარილი და კარგად ავზილოთ ხელით. ცომი გავშალოთ ერთი თითის სისქეზე,
დავადოთ ზედ შეკმაზული ლობიო და ზევიდან ისევ ცომი დავაფაროთ, შევასწოროთ, რომ
ლობიო არ ჩანდეს. გამოვაცხოთ კეცზე ან ტაფაზე.
|