ლიტვური ლუდი
ლიტველების
ლუდის წარმოება მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ისტორია მე-11 საუკუნეში დაიწყო. ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ლუდს ლიტვაშიც ბერები ამზადებდნენ. დღეისათვის ლიტვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლუდის ქარხანაა, რომელიც ქალაქ კლაიპედაში 1784
წელს გააკეთეს. ისინი სხვადასხვა სახისა და ფერის 50 ლუდს ამზადებენ. გარდა ამისა, ლიტვის ქალაქებში 300-მდე ლუდის ქარხანაა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სასმელი, რომელიც ლიტვაში მზადდება, სხვა ქვეყნებში არ გადის და მარტო ლიტვაში იყიდება. ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც მათ საექსპორტო ურთიერთობა აქვთ, მეზობელი-მეგობარი ლატვიაა. გარკვეული წლების განმავლობაში, ლიტვა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო და არა ლუდს, არამედ არაყს აწარმოებდნენ, რომელიც მოკავშირე ქვეყნებში იყიდებოდა.
1970-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არყის ქარხანა ლუდის ქარხანად გადაკეთდა. მას შემდეგ კი, რაც 1991 წელს ლიტვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საერთოდ დაანებეს არყის წარმოებას თავი და ლუდის დამზადებას შეუდგნენ. თუმცა ლიტვური ლუდი თავიდან არც თუ პოპულარული იყო. ქვეყანაში მხოლოდ უცხოური ლუდი შემოდიოდა და დიდი მოთხოვნითაც სარგებლობდა. მხოლოდ 1997 წლიდან ლიტველებმა ლუდის ხარისხი იმდენად გააუმჯობესეს, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მსოფლიო მოთხოვნად სასმელად აქციეს.
წყარო:
avtoradio.ge
|