ლიქიორები და კორდიალები
გამოხდილი
სპირტიანი
სასმელების
სამყაროში
ლიქიორები
და კორდიალები ყველაზე ჯადოსნური მოვლენაა. ისინი თითქმის ყველა არომატს მოიცავენ და მათი გამოყენება შეიძლება როგორც აპერიტივებად თუ შუთერებად, ისე სადილის შემდეგ მისართმევ სასმელებად და კლასიკური კოქტეილების კომპონენტებად. კორდიალი, იგივე ლიქიორი გამოხდილი სპირტიანი სასმელის სხვადასხვა არომატთან შეზავებით მიიღება. თავდაპირველი ლიქიორების ისტორია იდუმალებითაა მოცული. ეს არცაა გასაკვირი, მათ ხომ შუა საუკუნეების ალქიმიკოსები ამზადებდნენ. უბრალო ლითონების ოქროდ გადაქცევის ფორმულის ძიების გარდა ეს რომანტიკოსი გმირები სიცოცხლის გამახანგრძლივებელი
ელექსირის
შექმნასაც
ცდილობდნენ.
ვერავინ აღმოაჩინა იმ ელექსირის რეცეპტი, თუმცა დროთა განმავლობაში სხვა ფორმულები შეიქმნა. იმ დროს ლიქიორები უფრო მისტიკური დანიშნულებით გამოიყენებოდა, ვიდრე უბრალო სასმელად. მონელების ხელის შეწყობისა და მადის სტიმულირებისთვის
გამოყენების
ნაცვლად ლიქიორებს სასიყვარულო ბალზამად, მაცდუნებელ სითხედ და ყველა დაავადების სამკურნალო წამლად მოიხმარდნენ. სიტყვა კორდიალის წარმოშობა გარკეულწილად ხსნის ამ სასმელის ამგვარი მიზნებისთვის გამოყენებას: ის ლათინური სიტყვა
"COR"-იდან
მოდის, რომელიც გულს ნიშნავს და პირველ კორდიალებს გულის სტიმულირებისა და ხასიათის გასაუმჯობესებლად
უნიშნავდნენ
სნეულთ. ზედმეტია ავხსნათ იმ დროს ლიქიორებში გამოყენებული მცენარეების სამედიცინო თუ სამკურნალო თვისებები, რადგან მათი უმრავლესობა უხვად გამოიყენება თანამედროვე ფარმაკოლოგიაში. სიტყვა ლიქიორი ლათინურიდან მომდინარეობს, კერძოდ სიტყვა "liquefacere"-დან, რომელიც დნობას, გაზავებას ნიშნავს. კორდიალები და ლიქიორები, როგორც წესი, მოტკბოა. მათი შემადგენლობის მინიმუმ 2.5% შაქარი უნდა იყოს. თუმცა, კორდიალთა უმეტესობას შაქრის გაცილებით მაღალი შემცველობა აქვს, ზოგიერთი მათგანის მოცულობის 35% დამატკბობი კომპონენტია. სიტკბო მიიღება ჭარხლის, ნეკერჩხლის, თაფლის, ლეწმის, ხორბლის ან მათი კომბინაციისგან.
თუ ლიქიორში დამატკბობელის შემცველობა 10%-ზე დაბალია, მას "მშრალს" უწოდებენ. ძირითადად კორდიალებსა და ლიქიორებში ალკოჰოლის შემცველობა 17-დან 30 პროცენტამდეა, თუმცა ზოგში ის 50%-საც აღწევს.
წყარო:
avtoradio.ge
|