ლეღვის მურაბა
მასალა:
ლეღვი 1კგ.
შაქარი
1კგ.
წყალი 2 ჩ/ჭ.
მომზადება:
მთელ-მთელი ლეღვი ალაგ-ალაგ ჩავჩხვლიტოთ ხის ჩხირით. მოვადუღოთ სიროფი, მოვათავსოთ შიგ მომზადებული ლეღვი და ვადუღოთ ნახევარი საათი. მერე გადმოვდგათ მურაბა ცეცხლიდან. გავაჩეროთ რამოდენიმე საათი ან მეორე დღემდე; დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.
|