ლეღვი
ლეღვი
(Ficus carica), სუბტროპიკული
მცენარე თუთისებრთა ოჯახის ფიკუსის გვარისა. ლეღვი მეჩხერად დატოტვილი ხეა. ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში,
მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში. მშრალი ლეღვის კალორიულობა მაღალია და 50-77% შაქარს შეიცავს. საქართველოში ლეღვი ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა კულტივირებული. ლეღვის ნაყოფი ნაზია, დიდხანს არინახება, ჯიშისა და სიმწიფის კვალობაზე იგი შეიცავს (%-ობით): 12-23 შაქარს, 0,5-4,2
პექტინოვან
ნივთიერებებს,
3,4-7,4 უჯრედისს.
უმწიფარი ნაყოფის საკვებად გამოყენება არ შეიძლება, უფრო მეტიც - სახიფათოა. ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე - პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე - პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი შაქრებს. თუ დაკრეფილ ნაყოფს ჭურჭელში მოვათავსებთ და რამდენიმე ხანს მზის ქვეშ დავდგამთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა
30-40%-საც
კი მიაღწიოს. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, ის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტიმულაციას მოახდენს, მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად. ამრიგად, ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდ-გასასუფთავებლად.
მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს - ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს. ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი
თრომბოზების
მკურნალობაზე.
ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის
დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისა და კოლიკის (მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილის) დროს. ნაყოფს აქვს ოფლმდენი მოქმედება. ის ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმს, ტოქსინებსა და მარილებსაც გამოდევნის. შესაბამისად, სასარგებლოა ართრიტით დაავდებულთათვის.
ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას. რძეში მოხარშულ ლეღვს ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მშრალი ხველისა და სახმო იოგების შეშუპების სამკურნალოდ, თუმცა ლეღვი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიებით დაავადებულთათვის.
წყარო:
ira-gar.blogspot.com
|