ლეჩხუმური (ნიგვზიანი პური)
მასალა:
500გრ. დაფქული ნიგოზი
2 თავი ხახვი
მარილი.
მომზადება:
დაკეპილი ხახვი მოდაღეთ ნიგვზის ზეთში. შეაზილეთ ნიგოზს, უყავით
მარილი, 1 ს/კ წყალი. მოზილეთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი. გააჩერეთ,
ამოაგუნდავეთ, გააბრტყელეთ. დაადეთ თითოეულ ცომს ნიგვზის გულსართი, პირი მოუკარით
და გამოაცხვეთ ცხელ ღუმელში, თონეში ან კეცში. სარიტუალო, სამგზავრო და ომში თან
წარსატანი იყო.
|