ლეჩხუმური
(კვახისწელა)
კვახისგან აკეთებდნენ
საჭამადს. ოღონდ ეს უფრო ზამთრისათვის იცოდნენ. ნედლ კვახს გათლიდნენ, გაკიდებდნენ
მზეზე, გაახმობდნენ და ზამთრისთვის შეინახავდნენ. ზამთარში კი, როცა საჭამადის
დამზადება უნდოდათ, დაალბობდნენ, მოხარშავდნენ და შეკაზმავდნენ. ,,ვუზამდით ნიგოზს
და ხახვს, ძმარში შევსრისავდით, გავქნიდით და ისე ვჭამდით ზამთარში”. ასეთ საჭმელს
კვახისწელა კაკალსაც უწოდებდნენ. ეს სიტყვა იმერულშიც დასტურდება:
,,კვახიწლა-კანგაცლილი გოგრის თასმისებური ანაჭრები, გამხმარს ხარშავენ და
ნიგვზითა და ძმრით შეზავებულს შეჭამადად ხმარობდნენ.”
|