![](/4/624.jpg)
ლაზური (სუნელიანი თევზი)
მასალა:
კეფალი ან კალმახი
გატარებული ნიგოზი 200გრ.
ნიორი 5 კბილი
ქინძი 5 ძირი
ხახვი 1 თავი
1ც. ლიმონის წვენი
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ფქვილი ამოსავლებად.
მომზადება:
კეფალი ან კალმახი მუცელზე გაუჭრელად გამოვწელოთ, გავასუფთაოთ,
გამოვტენოთ სუნელით - დანაყილი ნიგვზის, ნივრის, წვრილად დაჭრილი ქინძის, მოთუშული ხახვის, მარილის, წიწაკის, ლიმონის წვენის ნარევით,
ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ მდუღარე ზეთში ან კეცზე - კაკლის ფოთოლში
გახვეული.
|