
ლაზური ჩირბული
მასალა:
კვერცხი 6ც.
კვაწარახი 1 ჩ/კ.
ნიორი 2 კბილი
წყალი 1 ჭიქა
კარაქი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
წყალი დავასხათ ტაფაზე, ავადუღოთ, დავამატოთ კვაწარახი,
დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ. კვერცხი გავტეხოთ თეფშზე და
ჩავუშვათ ტაფაში ( არ ავთქვიფოთ) . 5-7 წუთი
ვადუღოთ, შემდეგ გადმოვიღოთ თეფშზე და მოვასხათ გამდნარი კარაქი.
|