ლათინო სასმელები
მექსიკელი
ხალხის საყვარელი სასმელების სია საკმაოდ დიდია, თუმცა ამ შემთხვევაში იმ სასმელებს შემოგთავაზებთ, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია ლათინოამერიკელ ხალხს შორის. ერთ-ერთი მათგანი ესპანური წარმოშობის კოქტეილი გახლავთ, რომელიც ცხელი დღეებისგან თავის დაღწევის არაჩვეულებრივი საშუალებაა. თხილი, წყალი, შაქარი და ლიმნის წვენი ერთად თავსდება ბლენდერში და ათქვეფის შემდეგ, ფილტრაცია უტარდება, რის შემდეგაც უნდა დაამატოთ ცოტაოდენი არაყი და ყინული. არაჩვეულებრივი კოქტეილი "ხორჩატაც” მზადაა. თუ თხილი არ გაქვთ, შეგიძლიათ სანაცვლოდ ბრინჯი გამოიყენოთ. მოკლედ, მისი დამზადება არც ისე რთულია. მექსიკაში ერთ-ერთი პოპულარული სასმელი "აგუეს ფრესკასია”, რომელიც საზამთროს, მანგოს, ანანასის, მარწყვის წვენისა და ტეკილასგან შედგება. ეს ყოველივე უბრალოდ ერთ ჭიქაში უნდა მოათავსოთ და სასმელიც მზადაა. მიუხედავად იმისა, რომ "აგუეს ფრესკას” დალევა სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახელწოდებით შეგიძლიათ, დამტკიცებული ფაქტია, რომ მისი შექმნის ისტორია, მართლაც რომ მექსიკელ ხალხს ეკუთვნის. მესამე ადგილზე კი "სიდრალი” გახლავთ, ანუ იგივე სიდრი. ამ სასმელის გემო "კოკა-კოლასა” და "პეპსისას” მოგაგონებთ, თუმცა განსხვავება ისაა, რომ "სიდრალი” ვაშლისგან მზადდება და მას მხოლოდ და მხოლოდ არაყთან ან ტეკილასთან ერთად სვამენ.
წყარო:
avtoradio.ge
|