ლაშარობა
ლაშარობა
(1 ოქტომბერი)-ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია. საკულტო ცენტრი მდებარეობს არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე ე.წ. "ლაშარის გორაზე". ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც "გიშრის ფრთიანი ნისლა ცხენით" წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისაგანაც),
ადგილ-მამულებს, ზვრებს კახეთში. არსებობს შეხედულება რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ. ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, თუმც ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს.. ლაშარობა აღინიშნება თიანეთში, ხევსურეთსა და ფშავში. ძველი ტრადიციის თანახმად ტარდება მსხვერპლშეწირვის
რიტუალი, ხევისბერის მიერ წმინდა დროშის (სალოცავის) გამობრძანება და მლოცველთა დალოცვა. ასევე იმართება ტრადიციული დოღი და კულტურული ღონისძიებები.
|