ქუთაისობა
ქუთაისობა
აღინიშნება
2 მაისს, ქალაქ ქუთაისის დღეს. ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამოდის ქუთაისელი ჩოხოსნები და პატარებთან ერთად და გამვლელებს ულოცავენ ქუთისობას. ქალაქ ქუთისის მერიაში საზღვარგარეთიდან
ჩამოდიან სტუმრები სპეციალურად ამ დღეზე და ასევე დიპლომატიის კორპუსის წარმომადგენლები,
რათა ქუთისის წარმომადგენლებთან
ერთად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში. ქალაქ ქუთაისის საღორიის ტყე-პარკში იმართება სხვადსხვა სახის ღონისძიებები, იმერეთის 11 რეგიონიდან ჩამოდიან მუნიციპალიტეტების
მიერ შერჩეული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები და მართავენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. ქალაქ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში, კულტურის სამსახურის პროგრამის გათვალისწინებით
იმართება სპეკტაკლები და სიმფონიური ორკესტრის შემოქმედებითი საღამო.
წყარო:
ka.wikipedia.org და
burusi.files.wordpress.com
|