ქონდარი
ბაღის
ქონდარი
მიეკუთვნება
ტუჩოსანთა
ოჯახს –
Lamiaceae (Labiatae). გამოიყენება ქონდრის ბალახი (მიწისზედა ნაწილი).იგი შეიცავს 1,5 პროცენტამდე ეთეროვან ზეთებს, მათ შორის
30 პროცენტამდე
კარვაკროლს,
20 პროცენტამდე
პარაციმოლს.
შეიცავს მთრთილავ ნივთიერებებს და ლორწოს. უნდა შეირჩეს მეშომპალით მდიდარი, მსუბუქი, ფხვიერი ნიადაგი. უყრავს მზე , ცუდად ხარობს ჩრდილში. წყლისადმი მოთხოვნილებით არ გამოირჩევა. თესლბრუნვაში ათავსებენ სათოხნი კულტურების შემდეგ,რომელთათვისაც ნიადაგი გაანოყიერეს. თესლბრუნვაში სწორად ცასმის შემთხვევაში, ნიადაგის განოყიერება საჭირო არაა. საუქის პირობით ოდენობად მიიჩნევენ 50–60
კილოგრამ აზოტსა და 40 კილოგრამ ფოსფორს. თესავენ ღია გრუნტში აპრილის ბოლოს. მწკრივებს შორის მანძილის 30–40 სანტიმეტრია.ერთ ჰექტარზე დაახლოებით 4 კილოგრამი თესლია საჭირო. თესლი მე–15 დღიდან უკვე იწყებს გაღივების უნარის დაკარგვას. ითესება ზედაპირულად, ხალხში რასაც მოთესვა ეძახიან. თოხნა, კულტივაცია, მარგვლა სარეველების მოძალების კვალობაზე. გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილი, გამხმარი ან ნედლი სახით. მოსავლის აღება ხდება ყვავილობის დაწყებისთანავე.
ადრეული ნათესის დაახლოებით ივლისში, გვიანის სექტემბერში. ღერო არ უნდა იყოს გაიხეშებული. აღება დიდ პლანტაციებში ხდება სათიბელათი. შრობისას იყენებენ საჩეჩელას , რათა ღეროების შემცველობა მინიმალური იყოს. გაშრობისას მცენარე კარგავს წონის დაახლოებით 70 პროცენტს. თუკი საშუალებაა , ჯობს გადაიჭრას მცენარის სიმაღლის მხოლოდ ნახევარი ან მესამედი. ამ შემთხვევაში, ნედლეულის ხარისხი მაღალია და მოსალოდნელია
მცენარემ თავიდან ამოიყაროს.
მთის
ქონდარი
საქართველოს
მთლიან რეგიონებში, უფრო პერსპექტიული ჩანს, მთის ქონდარის
(Satureja montana)
მოყვანა. იგი მრავალწლოვანი მცენარეა, შეიცავს მსგავს ნივთიერებებს და რაც მთავარია კარვაკროლს. საერთაშორისო ბაზარი, ბაღის ქონდარის თანაბრად ცნობს ამ მცენარეს. უფრო მეტიც, მას შეიძლება უფრო ფართე მარკეტინგული არეალიც შეექმნას.ამასთან, დაასაქმებს მთის მოსახლეობას. მთის ქონდარის თესლის მოგროვება ბუნებაში შეიძლება. 1000 ცალი თესლი წონა ერთ გრამს ვერ აღწევს. ირგვება , ისე რომ მცენარეები ერთმანეთისაგან
40 სანტომეტრით
იქნენ დაცილებული. ჰექტარზე 15 ტონამდე მშრალი მასის მასისა და 3–4 ტონა გამშრალი მასისი მიღება შეიძლება. მოსავალი მე–3 წლიდან მიიღება, სავარაუდოდ 7–8 წლის მანძილზე. გამარგვლა შეიძლება ხელით, ფრთხილად, რომ ახალი ამონაყრების ჩანასახი არ დავაზიანოთ. გამოყენება ევროპულ კულინარიაში, ფარმაცევტული მრეწველობა ბაღის ქონდარს იყენებს სამკურნალო ჩაისა და ნაყენების, ეთერზეთის დასამზადებლად
(Oleum saturejae). სუნელის
სახით მისი გამოყენება გარკვეულ სიფრთხილეს მოთხოვს, რათა მისი გემო არ სჭარბობდეს სხვა სუნელების გემოს. სამზარეულოში გამოიყენებენ ცოცხალ და გამხმარ ფოთლებსა და ღეროებს. მისი ფოთლები არ იჭრება წვრილად, მხოლოდ მთლიანად იყენებენ კერძებში. ცოცხალი ქონდარი დიდი პოპულარობით სარგებლობს მწვანე და თეთრი ლობიოს, აგრეთვე სხვა პარკოსნების კერძების დასამზადებლად. გახმარი ფოთლები წარმოადგენენ კლასიკურ სუნელს ყველა პარკოსნების კერძებისათვის. ქონდარს იყენებენ სოკოს (შამპინიონების გარდა), ხორცის, კარტოფილის სალათების, მოხარშული თევზის, მაიონეზის, ბივშტექსის, ძეხვის, კატლეტის, შემწვარი კარტოფილის, კონსერვირებული კიტრის, ბოსტნეულის, ყველა სახის კომბოსტოს, ხორცის რაგუს, ყველის კერძების და მარილიანი ნამცხვრის დამზადებისას, ევროპაში ბევრს მოსწონს ნამცხვარი ქონდარით.
წყარო:
medgeo.net
|