ქიშმიშიანი რულეტი
ცომი:
პურის ფქვილი 4 ჭიქა
არაჟანი 1 ჭიქა
მაწონი 1 ჭიქა
კვერცხი 2ც.
სოდა 1 ჩ/კ.
ღვინის ძმარი 1/2 ჩ/კ.
მარილი დანის წვერით
შიგთავსი:
ქიშმიში 1 ჭიქა
ნიგოზი 1 ჭიქა
შაქარი 1–1/2 ჭიქა
მიხაკი 1/2 ჩ/კ.
დარიჩინი 1 ჩ/კ.
გახეხილი ცედრა 1 ლიმონის.
მომზადება:
არაჟანში ავურიოთ მაწონი,
კვერცხი, სოდა, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. შიგთავსისთვის გავატაროთ ნიგოზი,
დავუმატოთ ქიშმიში, შაქარი, მიხაკი, დარიჩინი, ლიმონის ცედრა და კარგად ავურიოთ.
ცომი გავაბრტყელოთ, დავდოთ შიგთავსი შიგნით და გადავახვიოთ რულეტივით. დავჭრათ
რულეტი 25 ნაჭრად და მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაზე. გამოვაცხოთ 20–30 წუთი 200°С–ტემპერატურაზე.
|