მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ქინძი
12:07
ქინძი


ქინძი

 

ქინძი - Coriandrum sativum L, მიეკუთვნება ქოლგოსანთა - Apiaceae (Umbelliferae) ოჯახს , ერთწლოვანი, 80 სანტიმეტრამდე სიმაღლის მცენარეა, ღერო სწორმდგომი აქვს, შიშველი, ღარებიანი, დატოტვილი; ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად, ნაყოფი (თესლი) სფეროსებრი ან მოგრძი - მომრგვალოა.

გავრცელება

ველურად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, საქართველოში კულტურაში უხსოვარი დროიდანაა შემოტანილი, არსებობს ქართული ჯიშები, სხვადასხვა, მათ შორის- ზეთის მისაღებად გამოყვანილია მრავალი კულტურული ჯიში. ადვილად ველურდება.

ნედლეული

ნედლეულია:

. ქინძის ნაყოფი - Fructus Coriandri; მისგან ზეთს ამზადებენ;

. ქინძის ფოთლები და ყვავილები (არაოფიცინალური ნედლეული)

ქინძის ნაყოფებს (თესლებს) ქინძის ნაყოფს ამზადებენ, როდესაც ქოლგების ნახევარზე მეტი გამუქებულია. განსაკუთრებით მარალხარისხოვანი ნედლეულის მისაღებად ქოლგებს კრეფენ რამდენჯერმე ,გამუქების კვალობაზე . ჩვეულებრივ, მცენარეს ცელავენ ან სპეციალური კომბაინით იღებენ. 3-4 დღერს შეაშრობენ ძნებად ან კონებად. ამ დროს დაუმწიფებელი თესლების ნაწილი მწიფდება. შემდეგ ცეხვავენ , აშრობენ და ცრიან, რათა მინარევები მოსცილდეს .ინახავენ მშრალ, გრილ შენობაში . ფარმაკოპეის მიხედვით ნედლეული ასე გამოიყურება ([9]-დან) :"ნაყოფებს წიბოები ნაკლებად ემჩნევა, დამწიფებისას ტყუპები ერთმანეთს არ სცილდება, წვერში ემჩნევა ჯამის დაკბილული ნაშთი, ნაყოფის თითოეულ თესლურას (მერიკარპიუმი) ამოზნექილ მხარეზე აქვს გამოწეული 5 მთავარი ნეკნი და მათ შორის 6 გვერდითი სწორი ნეკნი, რომელთაგან 4 შუა ნეკნი - ძლიერ გამოხატულია, მწიფე ნაყოფი მოყვითალო-რუხია, სუნი და გემო - თავისებური, არომატული". ფარმაკოპეის მოთხოვნით ,თესლებში ეთერზეთების შენმცველობა 0, 5% -ზე ნაკლები არ უნდა იყოს,თუმცა რეალურად 3%-ზე ნაკლები შემცველობის გაყიდვა რთულია. უცხოეთში რეალიზებისათვის, უფრო რენტაბელურია ქინძის ზეთის გამოხდა , თუმცა ეს მოითხოვს სპეციალურ ქარხნების შეძენას. ზეთს ღებულობენ წყლის ორთქლთან გამოხდით . 1 ტონა თესლისაგან მინიმუმ 15 კგ. ეთერზეთი უნდა იქნეს მიღებული.ქინძის ეთეროვანი ზეთი, თეთრი სითხეა, ოდნავ მოყვითალო ელფერით. 200C-ზე ხვედრითი წონაა 0,864-0,877, მჟავური რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ორს, ეთერის რიცხვი 2-17, ლინალოოლის შემცველობა არანაკლებ 67-69%.[9]. (რეალურად საბაზრო მოთხოვნები აქაც უფრო მკაცრია). ლიტერატურაში არსებობს მონაცემები შროტის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ,თუმცა საბაზრო მოთხოვნილება შროტზე 2009 წელს ვერ დავაფიქსირეთ.

ქიმიური შედგენილობა

ქინძის მწიფე ნაყოფში 50-მდე კომპონენტია გამოვლენილი. იგი შეიცავს: α- და β- პინენს , აციკლურ მონოტერპენებს, ბორნეოლს, გერანილაცეტატს, გერანიოლს, ეთეროვან ზეთს (0,7-1,5% ), თიმოლს, კამფენს, კაპრინის მჟავას, კუმარინულ ნივთიერებებს, ლაურინის მჟავას, ლიმონენს, ლინალილაცეტატს, ლინალოოლს (50-80% ), ლინოლის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მირისტინის მჟავას,მირცენს, ოლეინის მჟავას,პალმიტინის მჟავას,საბინენს, ტერპინენს, ფელანდრენს, ფენოლურ ნივთიერებებს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდურ ნივთიერებებს,ქაფურს და სხვა. რთულ კომპონენტებიანია თესლის ბირთვში შემავალი ეთერზეთი. უმწიფარ ნაყოფს უსიამო სუნი აქვს.მისგან დაბალი ხარისხის ზეთი გამოდის. ბიოლოგიურად აქტიურია ნივთიერებებს შეიცავს ქინძის ფოთლები, ყვავილები, თესლები.

გამრავლება

ჩვენში ქინძი რამდენჯერმე ითესება. მაღალი სახისხის მოსავალს იძლევა გაზაფხულის ნათესი. ნიადაგისადმი მომთხოვნი მცენარეა. უყვარს სითბო, სინათლე და ზომიერი ნესტი. ნიადაგის მომზადება ჩვეულებრივია. ჯობს მწკრივებში თესვა. მწკრივებში თესვისას ჰექტარზე 6 კგ. თესლია საჭირო, ჩათესვის სიღრმე 2-3 სანტიმეტრი. მოვლა გამოიხატება სარეველებთან ბრძოლაში. საკმაოდ სიცივე ამტანია, უძლებს 4-5 გრადუს ტემპერატურას. ზედმეტი ნესტი ეთერზეთების შემცველობას ამცირებს. აღმოსავლეთ საქართველოს ნედლეული, ეთერზეთების შემცველობით, ჯობს დასავლეთ საქართველოსას.

გამოყენება მედიცინაში

ოფიცინალური მედიცინა ქინძის ნაყოფებს იყენებს: ბუასილის სამკურნალო, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, მეტეორიზმის საწინააღმდეგო, ნაღვლის დასადენ, საჭმლის მონელების ხელშემწყობ, ტკივილგამაყუჩებელ, ქსოვილების გრანულაციის ხელშემწყობ, ჭრილობების შემახორცებელ ნაკრებებში, გამონაცემებსა და ნაყენებში. თესლი და ეთერზეთი შედის არაერთი პრეპარატის შემადგენლობაში. ქართული ემპირიული მედიცინა მას კიდევ უფრო ფართო თერაპიული დიაპოზით იყენებს: გახანგრძლივებული მენსტრუაციის, თვალის დაადებების, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, მშობიარობის შემდგომ, ნერვული გადატვირთვისას, რევმატიული ტკივილების, ქათმის სიბრმავისა და სხვ. დროს.

თანამდევი მარკეტინგი. გამოყენება ევროპულ კულინარიაში

მარკეტინგული პოლიტიკის შესამუშავებლად, სასურველია ვიცოდეთ ნედლეულის გამოყენების არეალები. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკოლოგიური ევრომოთხოვნები მკაცრია და თავიდანვე ბიომეურნეობა უნდა დაიგეგმოს. ქინძს ევროპაში იყენებენ ლიქიორების, ძეხვეულის წარმოებაში, პარფიუმერიაში, ინგლისსა და გერმანიაში - ლუდის წარმოებაში, ევროპულ კულინარიაში მას იყენებენ სალათების, ბრინჯის, შემწვარი გოჭის ხორცის, ვაშლის კომპოტის დამზადებისას, ხილის კონსერვირებისას. ქინძს უმატებენ ცომეულ ნაწარმში, ხილის კერძებში, საწებლებში. იყენებენ ზოგიერთი თევზის სახეობის კერძებს, ძეხვეულის და სხვა ხორცის პროდუქტების დასამზადებლად, ქინძს უმატებენ ნამცხვარში, მარციპანში, თაფლის ტკბილ ღვეზელში, თვლიან, რომ ის აუმჯობესებს ბარდის, ლობიოს, ოსპის კერძების გემოს. ქინძს უმატებენ კომბოსტოში, შინაური ფრინველისა და გარეული ფრინველის პაშტეტში, წითელ ჭარხალში, ვაშლის პიურეში, სტაფილოში და ფრინველის ფარშში.

გამოყენება მეფუტკრეობაში

პლანტაციისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალი შეიძლება მოიტანოს მეფუტკრეობამ. ქინძის 1 ჰექტარი 600 კგ. თაფლს იძლევა. მეფუტკრეები ქინძს თესავენ იმ ანგარიშით, რომ ყვავილობა მათთვის სასურველ დროს დაიწყოს, როცა სხვა მცენარეების ღალა არაა. საერთაშორისო ბაზარზე, ქინძის თაფლი ცალკე კოტირებს.

წყარო: ecopharm.sangu.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2631 | დაამატა: natia | ტეგები: ქინძი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: