ხურმის (კარალიოკის) მურაბა
მასალა:
ხურმა (კარალიოკი) 1 კგ.
შაქარი 1 კგ.
წყალი 1–2 ჭიქა
ლიმონის
მჟავა 1/2 ჩ/კ.
ვანილი
გემოვნებით.
მომზადება:
კარალიოკი
გავრეცხოთ,
დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად (ნახევარმთვარისებურად),
გამოვაცალოთ
მარცვლები.
მოვხარშოთ
სიროფი, ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავუმატოთ წყალი, დავდგათ გაზქურაზე, ვადუღოთ და განუწყვეტლივ ვურიოთ. როდესაც სიროფი ადუღდება და შაქარი გადნება დავამატოთ ხურმა (კარალიოკი) და დროდადრო
ვურიოთ, ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე
50 წუთი. როდესაც ქაფი წარმოიქმნება მოვქაფოთ კოვზით. დავვუმატოთ ლიმონის მჟავა და ვანილი. ვხარშოთ კიდევ 10 წუთი. მომზადების შემდეგ ჩავასახათ სტერილიზებულ ქილაში ცხლად, დავახუროთ თავზე, ამოვაყირაოთ, 5 წუთის შემდეგ კი გადმოვბრუნოთ.
|