ხორცით ფარშირებული ბლითები
მასალა:
ბლითები (ბუბლიკები) 200გრ.
რძე
ან წყალი ბუბლიკების დასალბობად;
მაგარი
ყველი 100გრ.
მაიონეზი
მცენარეული
ზეთი.
შიგთავსისთვის:
ქათამი
ან ღორის ხორცი, ან ღორის ხორცი+საქონლის ხორცი 200გრ.
ოხრახუში,
კამა, პილპილი და მარილი გემოვნებით
მაიონეზი
1 ს/კ.
ხახვი
1 თავი
ნიორი
1 კბილი.
მომზადება:
ბლითები
(ე.წ. ბუბლიკები), ოღონდ არა – ტკბილი, თასში ჩავდოთ და ჩავალბოთ რძეში ან წყალში (სითხით მთლიანად უნდა იყოს დაფარული, მაგრამ თუ რძე არ გვყოფნის დროდადრო მოვურიოთ) დავტოვოთ ასე 10-15 წუთით, სანამ არ დაიბერება, მაგრამ ისე არ უნდა დალბეს, რომ დაიშალოს.
შიგთავსის
მომზადება:
ხორცი
გავატაროთ
ხორცსაკეპში
ან დავამუშავოთ ბლენდერში. ხახვი წვრილად დავჭრათ და მცენარეული ზეთში მოვშუშოთ ტაფაზე. შემდეგ ფრთხილად გადავიტანოთ თასზე. იმავე ტაფაზე პატარა ულუფებად მოვშუშოთ ქათმის ფარში. ფარში და მოშუშული ხახვი ერთმანეთში ავურიოთ და გავატაროთ. ფარშს დავუმატოთ გატარებული ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მაიონეზი, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი და დავალაგოთ ბლითები (ბუბლიკები) თითოეულ ბლითზე პატარა ბორცვივით ცოტა ფარში დავდოთ., დავასხათ ცოტაოდენი მაიონეზი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში და გამოვაცხოთ
15-20 წუთის
განმავლობაში
180° ტემპერატურაზე.
|