ხორცის რულეტები
მასალა:
საქონლის
ხორცი (ფილე) 1კგ.
ბულგარული
წიწაკა 1ც.
სტაფილო
1ც.
პომიდორი
1ც.
ხახვი
5–6 თავი
ნიორი
5–6 კბილი
ოხრახუში,
ქინძი და რეჰანი 1–1 საშუალო კონა
კარაქი
100გრ.
მცენარეული
ზეთი 2 ს/კ.
დაფნის
ფოთოლი 2ც.
აჯიკა,
უცხო სუნელი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფილე
დავჭრათ გრძლად 1 სმ. სისქის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ჩავაწყოთ ჯამში, დავაფაროთ თავზე და შევდგათ საყინულეში სანამ მოვამზადებთ შიგთავს. ხახვი, მწვანილები, ნიორი და ბულგარული წიწაკა დავჭრათ წვრილად, დავამატოთ გახეხილი სტაფილო, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, აჯიკა, უცხო სუნელი და კარგად ავურიოთ. ღრმა ძირიან ქვაბში ჩავაწყოთ კარაქის ნახევარი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი და დავამატოთ მცენარეული ზეთი. თითოეულ ხორცის ნაჭერზე დავაწყოთ 1 ს/კ. მომზადებული შიგთავსი, გადავახვიოთ რულეტისებურად, კარგად მოვუჭიროთ ხელი და ჩავაწყოთ ქვაბში ისე რომ გადაკეცილი ადგილი ქვევით მოექცეს. რულეტების ზემოთ მოვათავსოთ დარჩენილი კარაქის ნაჭრები და დარჩენილი შიგთავსი, დავაფაროთ თავსახური და დავდგათ გაზქურაზე დაბალ ტემპერატურაზე, რათა რულეტები მომზადდეს ნელა, დაახლოებით 40 წუთით. პომიდორს მოვაჭრათ თავი, გავხეხოთ (კანი გადავაგდოთ) და მიღებული მასა ჩავასხათ ხორციან ქვაბში, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, დავახუროთ თავზე და გავაჩეროთ გაზქურაზე დამატებით 20 წუთი.
|